• 24-07-2023
    მორიგი მსურველი - მიქაუტაძის დამატებით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა
    მორიგი მსურველი - მიქაუტაძის დამატებით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

    Le10Sport იტყობინება, რომ "მეცის" ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს თვალი კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა დაადგა. საუბარი ამჯერად "შეფილდ იუნაიტედზეა".

    ფრანგული საიტის თანახმად, "შეფილდი" გიორგის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს + ბონუსებს იხდის. "მეცისთვის" ეს ხელსაყრელი შეთავაზება უნდა იყოს, რაც ტრანსფერის განხორციელების შანსებს ზრდის.

    როგორც მოგეხსენებათ, მიქაუტაძით პრემიერ ლიგაში აღზევებული სხვა გუნდი, "ბარნლიც" ინტერესდებოდა, მაგრამ მათი 15 მილიონიანი წინადადება დაბლოკილ იქნა. ფრანგული კლუბისგან მიღებული უარის შემდეგ ვენსან კომპანის გუნდმა სხვა თავდამსხმელები გაიფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი "ტარფურზე" აღარ გადაბარგდება.

    Le10Sport 22 წლის ქართველით დაინტერესებულად ლიონის "ოლიმპიკსაც" აცხადებს, თუმცა ლიონელებს "მეცის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარი ნაკლებად თუ აქვთ.

    შეგახსენებთ, რომ "შეფილდ იუნაიტედმა" ჩემპიონშიფის გასულ სეზონში მე-2 ადგილი დაიკავა.

    რაც შეეხება მიქაუტაძეს, ლიგა 2-ის აწ დასრულებულ გათამაშებაში მან 23 გოლი შეაგდო, რითაც "მეცს" ელიტის საგზური მოუპოვა.

    Facebook კომენტარები