• 27-07-2023
    "ბარსელონამ" 816-დღიანი ნავსი გატეხა
    "ბარსელონამ" 816-დღიანი ნავსი გატეხა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს გამთენიისას "ბარსელონა" ლონდონის "არსენალს" ეთამაშა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით 3:5 წააგო.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეორე გოლი გუნდის ბრაზილიელმა გარემარბმა რაფინიამ შეაგდო. 26 წლის ფეხბურთელის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ "მეთოფეს" მოხვდა და აარონ რამსდეილის კარში შევარდა.

    მიუხედავად საკმაოდ დიდი რიკოშეტისა, ეს გოლი მაინც საჯარიმო დარტყმით გასულად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანამ" 816-დღიანი ნავსი გატეხა.

    დღევანდლამდე, უკანასკნელი გოლი, რომელიც "ბარსას" ფეხბურთელს პირდაპირ საჯარიმო დარტყმით ჰქონდა გატანილი, 2021 წლის 2 მაისს, "ვალენსიას" კარში იყო გასული. რა საკვირველია, მაშინ თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა.

    ლეოს წასვლის მერე "ბლაუგრანამ" ამ ასპექტში უდიდესი რეგრესი განიცადა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჯარიმების შტატიანი შემსრულებლის მოძებნაც კი ვერ მოვახერხოთ. აქედან გამომდინარე, რაფინიას მიერ დღეს გატანილი გოლი მის პოზიციებს აუცილებლად გააძლიერებს.

    Facebook კომენტარები