• 18-08-2023
    "ბარსა" დაჩაგრეს - სამსაჯო კომიტეტმა შეცდომა აღიარა
    "ბარსა" დაჩაგრეს - სამსაჯო კომიტეტმა შეცდომა აღიარა
    Author of the article
    Aa

    ლა ლიგის ტექნიკურმა სამსაჯო კომიტეტმა აღიარა, რომ "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" მატჩში, შესაძლო პენალტის ეპიზოდში, პაბლო გავის ხელით არ უთამაშია, - იუწყება ჟურნალისტი ხუან ფაბრეგასი.

    ნაღიარებია ისიც, რომ იმ მომენტში რონალდ არაუხოზე თამაშის წესები დაირღვა და "ლურჯ-ბროწეულისფერთ" პენალტის დარტყმის საშუალება უნდა მისცემოდეთ.

    რა თქმა უნდა, მატჩს არავინ გადაათამაშებს და "ბლაუგრანას" 2 ქულასაც არ დაუმატებენ, მიუხედავად მთავარი არბიტრის მიერ დაშვებული შეცდომის სახეზე ყოფნისა.

    საინტერესოა, რომ შეხვედრის მთავარი მსაჯი, სეზარ სოტო გრატე დასაჯეს და იგი პრიმერას მეორე ტურში არ იმსაჯებს.

    ცნობისთვის, "ხეტაფესა" და "ბარსას" შეხვედრა ნულოვანი ყაიმით დასრულდა.

    Facebook კომენტარები