• 24-08-2023
    რა ბედი ელის მაგუაიერს სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში - ინფორმაცია ცნობილია
    რა ბედი ელის მაგუაიერს სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში - ინფორმაცია ცნობილია
    ავტორი
    Aa

    ჰარი მაგუაიერის "ვესტ ჰემში" ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გარიგება პირად კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა.

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ლონდონურ კლუბს პირობებზე ვერ შეუთანხმდა, ამიტომაც ტრანსფერი არ გამოვიდა.

    ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, მაგუაიერის პოტენციურ ტრანსფერზე არც ერთ კლუბთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

    ძალიან დიდი ალბათობით, ჰარი კლუბში დარჩება და შემადგენლობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

    მაგუაიერის დარჩენიდან გამომდინარე, "იუნაიტედი" ახალ ცენტრალურ მცველს არ შეიძენს და არსებული რესურსის გამოყენებას შეეცდება.

    Facebook კომენტარები