• 18-06-2022
    "წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
    "წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონიდან კარიერას სერია ა-ს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, "ნაპოლიში" გააგრძელებს.


    აღნიშნული ინფორმაცია არა მხოლოდ ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, არამედ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა.


    ქართველის ტრანსფერთან დაკავშირებით "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ ისაუბრა, რომელიც ცენტრალური მცველი იყო.


    "ზამბო ანგისა და ხვიჩა კვარაცხელია დიდებული შენაძენები არიან. ქართველ ფეხბურთელს შესანიშნავი ხასიათი აქვს, თუმცა ის წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ.


    "ნაპოლიში" ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელები გადმოვლენ, მაგრამ მერტენსისა და ინსინიეს გოლების ჩანაცვლება მარტივი საქმე არ არის", - განაცხადა 65 წლის იტალიელმა.


    ცნობისთვის, კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, ქართველი კი ნეაპოლელებთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა