• 20-06-2023
    კონფერენს ლიგაზე ქართულმა კლუბებმა თავიანთი მეტოქეები შეიტყვეს
    კონფერენს ლიგაზე ქართულმა კლუბებმა თავიანთი მეტოქეები შეიტყვეს
    Author of the article
    Aa

    დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდა კონფერენს ლიგის 2023/2024 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.

    თავიანთი მეტოქეები შეიტყვეს ქართულმა კლუბებმაც:

    "დინამო ბათუმი" - "ტირანა" (ალბანეთი)

    "დილა" - "დუნაისკა სტრედა" (სლოვაკეთი)

    "ტორპედო" - "სარაევო" (ბოსნია)

    ბათუმელები და გორელები პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ. რაც შეეხება "ტორპედოს", ქუთაისური გუნდი წყვილის პირველ შეხვედრას შინ, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე გამართავს.

    პირველი მატჩები 13 ივლისაა დაგეგმილი, ხოლო განმეორებითი შეხვედრები - 20 ივლისს.

    შეგახსენებთ, რომ დღეს გაირკვა თბილისის "დინამოს" მეტოქეც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. დედაქალაქელები ყაზახურ "ასტანას" შეერკინებიან.

    Facebook კომენტარები