

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი, სადაც ნორვეგიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 2:1.
მიუხედავად იმისა, რომ რეზულტატი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს სკანდინავიელებს დიდი ბრძოლა გარდახდათ, მოედანზე სულ სხვა სურათს ვხედავდით. ერლინგ ჰოლანდისა და მარტინ ოდეგორის გოლებით ნორვეგიას მატჩი ძალიან მშვიდად მიჰყავდა გამარჯვებისკენ, "ჯვაროსნებმა" კი მხოლოდ ბოლო ხუთიოდე წუთში გამოიჩინეს თავი - ჯერ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, უკანასკნელ წამებზე კი ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო გოლის გატანა.
ქართველი ფეხბურთელების თამაში Sofascore-მა ასე შეაფასა:
6.5 - გიორგი მამარდაშვილი
6.7 - ირაკლი აზაროვი
7.0 - ალექსანდრე კალანდაძე
7.0 - საბა კვერკველია
7.0 - გურამ კაშია
6.4 - გიორგი გოჩოლეიშვილი
6.7 - გიორგი ქოჩორაშვილი
7.7 - ოთარ კიტეიშვილი
6.0 - ზურიკო დავითაშვილი
6.7 - ხვიჩა კვარაცხელია
6.4 - გიორგი მიქაუტაძე
შეცვლები:
7 - ვლადიმერ მამუჩაშვილი
6.8 - გიორგი ჩაკვეტაძე
7.1 - ბუდუ ზივზივაძე
6.8 - ანზორ მექვაბიშვილი
საქართველოს ჯგუფში 4 ქულა აქვს და მხოლოდ კვიპროსის ნაკრებს უსწრებს. მომდევნო მატჩი ვილი სანიოლის გუნდს სწორედ კვიპროსელების წინააღმდეგ ელოდება.