• 09-10-2023
    "აი ამიტომ არ გამოვიძახე გოჩოლეიშვილი" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
    "აი ამიტომ არ გამოვიძახე გოჩოლეიშვილი" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

    საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სანაკრებო პაუზისთვის მზადება ნელ-ნელა დაიწყო.

    სრულ შეკრებამდე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართ, სადაც გამოძახებულ ფეხბურთელებზე და მომავალ მატჩებზე ისაუბრა:

    "შემადგენლობას ყოველთვის ერთნაირი პრინციპით არ ირჩევ, ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებ და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი კარგად თამაშია. ზივზივაძე კარლსრუეში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში სულ ძალიან კარგად გამოიყურებოდა. აბურჯანია და გოჩოლეიშვილი ბოლო 5 მატჩში ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ და სიაში ამიტომ ვერ მოხვდნენ"

    "ეს არ ნიშნავს, რომ მათ მომავალში აღარ გამოვიძახებთ, თუმცა ეროვნულ გუნდში მოსახვედრად მეტის გაკეთება სჭირდებათ. კვეკვესკირი და შენგელია დავაბრუნეთ გუნდში, რადგან კარს არავისთვის ვხურავ. შემადგენლობის შერჩევისას ფორმა, ფიზიკური მზაობა და მენტალური მზაობა უნდა გაითვალისწინო, მხოლოდ ერთი ნიშნით ვერ მიუდგები."

    "ნაკრების თამაშით ჩვენც ძალიან უკმაყოფილეობი ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკა - მე არ მახსოვს, რომ საქართველოს ნაკრებს 10 თამაშიდან 8 მოეგო და 2 ფრედ დაესრულებინოს. ვიღებთ კრიტიკას, მაგრამ ყველაფერი მისაღები არაა. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ამ მიზანს მხოლოდ ერთად დგომით მივაღწევთ."

    Facebook კომენტარები