• 12-10-2023
    როგორ გამოეხმაურა “აიაქსი” მიქაუტაძის ისტორიულ პოკერს
    როგორ გამოეხმაურა “აიაქსი” მიქაუტაძის ისტორიულ პოკერს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტაილანდელ მეტოქეებს ამხანაგურ მატჩში 8:0 მოუგო.

    შეხვედრის გმირად ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე მოგვევლინა. 22 წლის ცენტფორვარდმა აზიელებს პოკერი შეუსრულა - გაიტანა რა 24-ე, 37-ე, 41-ე და 56-ე წუთებზე.

    რა გასაკვირია, რომ მიქაუტაძე გახლავთ პირველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

    გიორგის წარმატებას ამსტერდამის "აიაქსის" ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა:

    "გიორგი მიქაუტაძე დღეს, თავისი ქვეყნისთვის: 4 გოლი"

    შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "აიაქსმა" ფრანგული "მეციდან" 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ნიერლანდური გრანდის მაისურით ჩატარებულ მატჩებში გიორგის საგოლე მოქმედება ჯერ არ მიუთვლია.

    Facebook კომენტარები