• 20-11-2023
    საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები ესპანეთთან მატჩის მიხედვით
    საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები ესპანეთთან მატჩის მიხედვით
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ასპარეზობა დაასრულა. "ჯვაროსნებმა" უკანასკნელი ტურის მატჩში ესპანეთთან წააგეს, ანგარიშით 1:3. ვალიადოლიდში გამართულ მატჩში ქართველთა ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო, "ფურია როხას" შედეგიანი დარტყმები რობინ ლე ნორმანმა, ფერან ტორესმა და ლუკა ლოჩოშვილმა (ავტოგოლი) მიითვალეს.

    Sofascore-მა ვილი სანიოლის შეგირდების დღევანდელი გამოსვლა ასეთი ქულებით შეაფასა:

    გიორგი მამარდაშვილი - 7.2

    ირაკლი აზაროვი - 6.1

    ლუკა ლოჩოშვილი - 6.0

    გურამ კაშია - 6.4

    საბა კვირკველია - 6.6

    ოთარ კაკაბაძე - 6.8

    გიორგი ქოჩორაშვილი - 6.1

    ნიკა კვეკვესკირი - 6.6

    გიორგი ჩაკვეტაძე - 7.2

    ხვიჩა კვარაცხელია - 7.4

    გიორგი მიქაუტაძე - 6.3

    შეცვლები:

    ანზორ მექვაბიშვილი - 6.9

    ზურიკო დავითაშვილი - 6.6

    გიორგი გოჩოლეიშვილი - 6.2

    სანდრო ალთუნაშვილი - შეფასების გარეშე

    ვლადიმერ მამუჩაშვილი - შეფასების გარეშე

    "ჯვაროსნებმა" ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს და მხოლოდ კვიპროსს გაასწრეს. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 8 ქულით დაასრულა.

    Facebook კომენტარები