• 24-04-2024
    სუპერკომპიუტერმა ევრო 2024-ის გამარჯვებული დაასახელა და საქართველოსთვის მაგარი პროგნოზი გააკეთა
    სუპერკომპიუტერმა ევრო 2024-ის გამარჯვებული დაასახელა და საქართველოსთვის მაგარი პროგნოზი გააკეთა
    Author of the article
    Aa

    ივნისამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის დრო ჩვეულებრივზე სწრაფად გადის, რადგან სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე განუწყვეტლივი ფიქრი ჟამთა სვლას შესამჩნევად აჩქარებს.

    ბუნებრივია, ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ გამოვა საქართველოს ნაკრები F ჯგუფში და მოიპოვებს თუ არა ფლეი ოფის საგზურს, თუმცა გვაქვს სხვა ინტრიგებიც: ვინ იქნება "ჯვაროსანთა" საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირზე, ვინ გაიტანს პირველ ქართულ გოლს დიდ საფეხბურთო ფორუმზე, ვინ დაამთავრებს ტურნირს ნაკრების ბომბარდირის სტატუსით.

    მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერიც ეცადა, რომელმაც, ცხადია, არა მხოლოდ ქართველთა გასავლელი გზა, არამედ მთლიანად ტურნირის შედეგი იწინასწარმეტყველა.

    ალგორითმის ვარაუდით, ევრო 2024-ის ტრიუმფატორი ინგლისის ეროვნული ნაკრები იქნება. როგორც ჩანს, "სამი ლომი" 58-წლიან უტიტულობას გერმანიის მიწაზე დაუსვამს წერტილს.

    რაც შეეხება "ჯვაროსნებს", მათ მერვედფინალში გასვლას უწინასწარმეტყველებენ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ F ჯგუფიდან საქართველო მესამე ადგილით გავა, ასპარეზობას კი სწორედ მომავალ ჩემპიონებთან მარცხით დაასრულებს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ვილი სანიოლის კოლექტივის მეტოქეები პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან. პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 18 ივნისს "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართავს და თურქებს დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები