• 02-07-2023
    შესაძლოა, სერია ა-ში 7 ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ! - ვისი დამატება სურთ იტალიელებს
    შესაძლოა, სერია ა-ში 7 ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ! - ვისი დამატება სურთ იტალიელებს
    Author of the article
    Aa

    იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა და ხვიჩას “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ იტალიიდან ქართველ ფეხბურთელებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა.

    უკვე დაიმატა “ფროზინონემ” გიორგი კვერნაძე, რომელიც ორშაბათიდან ვარჯიშს დაიწყებს.

    ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” სერია ბ-ში გავარდა, მაგრამ ლოჩოშვილს უმაღლესიდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს.

    საბა საზონოვით გერმანული “ჰამბურგია” დაინტერესებული, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, “ჰამბურგს” საზონოვის გადაბირების შანსი არ აქვს, რადგან სერია A-ს გუნდები განსაკუთრებით აქტიურობენ, მათ შორის არის "ლაციოც".

    ჟორჟ მიქაუტაძეს “მილანიდან” წასვლამდე პირადად ელაპარაკა პაოლო მალდინი. ახლა ჟორჟი უკვე “იუვენტუსში” გადასული, კრისტიან ჯუნტოლის მოკლე სატრანსფერო სიაშიც მოხვდა.

    ანზორ მექვაბიშვილისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრანსფერებზე საუბარი ევრო 2023-ის შემდეგ დაიწყება.

    ინტერესი არის გიორგი მამარდაშვილის მიმართაც, თუმცა ქართველის დამატების ყველაზე დიდი შანსი პრემიერ ლიგის კლუბებს აქვთ.

    Facebook კომენტარები