• 23-05-2023
    ამაზე ნაკლებს არც განვიხილავთ! - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა
    ამაზე ნაკლებს არც განვიხილავთ! - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა
    Aa

    უკანასკნელ პერიოდში "ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. იტალიური გამოცემების მიერ გაჟღერებული ცნობებიდან ვიგებთ, რომ კვარათი "პსჟ", "რეალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი.

    რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შესახებ "პარტენოპეიშიც" იციან. ამიტომაც, კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და უკვე დასკვნით ეტაპზეც არის.

    მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს შესაძლებლობა, "ნაპოლი" კვარას მოსალოდნელზე ადრე შეელიოს. ეს მაშინ მოხერხდება, თუ სამხრეთ იტალიაში 130 მილიონი ევროს ღირებულების წინადადებას მიიღებს.

    იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩას მსურველი "ნაპოლის" 130 მილიონზე ნაკლებ თანხას შესთავაზებს, წინადადება ავტომატურად დაიბლოკება.

    Facebook კომენტარები