• 11-07-2023
    "ინტერის" სპორტული დირექტორის განცხადება, თუ რატომ არ შეიძინა კლუბმა კვარაცხელია
    "ინტერის" სპორტული დირექტორის განცხადება, თუ რატომ არ შეიძინა კლუბმა კვარაცხელია
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ განუცხადა, რატომ არ გაიფორმა "ნერაძურიმ" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად "ნაპოლიში" თამაშობს.

    "ჩვენ ვიცოდით ამ ბიჭის შესახებ, მაგრამ არ ვიყიდეთ, რადგან 3-5-2 სქემით ვთამაშობთ", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს ინსაიდერი პასკალ გუაროგუ.

    აუზილიოს პასუხი ლოგიკურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ამ ტაქტიკაში მართლაც არ მოიძებნება კვარაცხელიას ადგილი.

    საბოლოოდ, ქართველი "ნაპოლის" შეუერთდა, სადაც გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები