• 12-06-2023
    "იტალიური ფეხბურთის ისტორია თავის გმირს კარგავს" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას გამოეხმაურა
    "იტალიური ფეხბურთის ისტორია თავის გმირს კარგავს" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას გამოეხმაურა
    Author of the article
    Aa

    იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სილვიო საფეხბურთო კლუბ "მილანის" პრეზიდენტი მაშინ იყო, როცა ამ კლუბს ძალიან წარმატებული წლები ჰქონდა.

    ბერლუსკონის პნევნომიისა და ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო პერიოდი საავადმყოფოში გაატარა. მან 2020 წელს კორონავირუსიც გადაიტანა.

    ამ ამბავს სოციალურ ქსელში "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა:

    "ძვირფასო სილვიო, დღეს იტალიური ფეხბურთის ისტორია თავის გმირს კარგავს. ადამიანი, რომელმაც "მილანს" ყველაფერი დააპყრობინა. ის მზად იყო

    ყველაფრისთვის და ისტორია დაწერა.

    მადლობა პრეზიდენტო! გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბერლუსკონების ოჯახს", - წერს კალაძე.

    Facebook კომენტარები