• 12-12-2023
    “დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი” - ნეაპოელელმა გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა
    “დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი” - ნეაპოელელმა გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს მე-15 ტურის შეხვედრაში “იუვენტუსს” ესტუმრა და ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

    შეხვედრის პროცესში, “პარტენოპეის” ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ რეალური მომენტი გააფუჭა.

    ამ ყველაფერს ერთ-ერთი ნეაპოლელი გულშემატკივარი გამოეხმაურა:

    “დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ეს კვარას დიდი შეცდომა იყო, თუმცა ვფიქრობ რომ შესნი კარგად გამოვიდა და კუთხე შეამცირა”. - განაცხადა გულშემატკივარმა.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები