• 14-02-2024
    როგორ შეაფასეს ჩაკვეტაძის თამაში "ნორვიჩთან"
    როგორ შეაფასეს ჩაკვეტაძის თამაში "ნორვიჩთან"
    Author of the article
    Aa

    ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ნორვიჩს" ესტუმრა და უხვგოლიან ბრძოლაში დამარცხდა, ანგარიშით 2:4.

    "ფუტკრების" ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 72-ე წუთი გაატარა. იქამდე ზუსტად ერთი წუთით ადრე, სანამ შეცვლიდნენ, გიორგიმ საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა სათქმელია, რომ გოლში მთელი დამსახურება იასერ ასპრილიას მიუძღვის, რომელმაც ყუმბარისებული დარტყმით აიღო მეტოქის კარი.

    სხვა სტატისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ჩაკვეს 40-დან 37 ზუსტი პასი ჰქონდა, 3 გადაცემა გამამწვავებელი გახლდათ. გარდა ამისა, ქართველმა ბურთი 8-ჯერ დაკარგა, დრიბლინგის მცდელობა კი არ ჰქონია.

    24 წლის ფეხბურთელის დღევანდელი გამოსვლა Sofascore-მა 6.8 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 6.5 ქულა დაუწერა.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგის 4 საგოლე მოქმედება დაუგროვდა. მის აქტივში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები