24-01-2023

[/xfgiven_playerads]
ცნობილია: რამდენი გახდება კვარაცხელიას ანაზღაურება ახალი კონტრაქტის მიხედვით

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა 21 წლის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თამაში ბრწყინვალედ დაიწყო.
"პარტენოპეის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.
გავლენიანი იტალიური გამოცემა Il Mattino-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარა "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
აღნიშნული კონტრაქტის თანახმად ხვიჩას ხელფასი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, ხვიჩას ამჟამდენელი ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს იღებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები