• 11-04-2024
    მამარდას რეკორდი "ვალენსიაში" - ქართველმა მიღწევა გააუმჯობესა
    მამარდას რეკორდი "ვალენსიაში" - ქართველმა მიღწევა გააუმჯობესა
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრების 23 წლის გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მამარდამ "ღამურების" რეკორდული მაჩვენებელიც დააფიქსირა.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გიორგის უკვე 11 გოლგაუშვებელი შეხვედრა დაუგროვდა.

    მამარდაშვილმა ამით "ვალენსიას" ყოფილი მეკარის, ნეტო მურარას მიღწევა გააუმჯობესა. ბრაზილიელ კიპერს ერთ სეზონში 10 მატჩში არ ჰქონდა გოლი საკუთარ კარში მიღებული.

    ქართველს პრიმერას 2023/2024 წლების სეზონში 28-მატჩიან ნიშნულისთვისაც გადაბიჯებული აქვს, რაც მას ზამორას პრიზისთვის ბრძოლის შანსს აძლევს. ამჟამად გიორგიზე წინ ორი მეკარეა - უნაი სიმონი და ალექს რემირო.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ევროტურნირების ზონას კი 5 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები