"სიტი" ზამთარში მცველის დამატებას ეცდება

25-11-2016, 13:22

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისური მანჩესტერ "სიტის" კაპიტანმა, ვინსენტ კომპანიმ გასულ კვირას ტრავმა მიიღო და დიდი ხნით ჩამოშორდა ფეხბურთს. ამის გამო "ქალაქელებს" დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რომლის გადაწყვეტასაც პეპ გვარდიოლა ახალი ფეხბურთელის დამატებით აპირებს.

ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში შეხვდეს კლუბის მმართველებს და ახალი ფეხბურთელების დამატება მოითხოვოს. წყაროს ცნობით, მანჩესტერელების მთავარი სამიზნე იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი და ბასკი ემერიკ ლაპორტე იქნებიან.

პირველი მათგანის შეძენას "ქალაქელები" ზაფხულშიც ცდილობდნენ, თუმცა "იუვემ" ის არ გაუშვა და საბოლოოდ კლუბმა მის ნაცვლად სტოუნსი დაიმატა. რაც შეეხება ლაპორტეს, მისი დამატების მთავარი მოტივი გახლავთ ის, რომ მისი გუნდი არ მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე და შესაბამისად ბასკ მცველს შეეძლება ევროტურნირებზე ასპარეზობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით