ისაკისთვის ევროპული გრანდები იბრძვიან

25-11-2016, 23:21

ევროპული გრანდები ახალგაზრდა შვედი თავდამსხმელის, ალექსანდრ ისაკის შესაძენად იბრძვიან. აღნიშნულ ინფორმაციას შვედური გამოცემა Sportbladet- აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, 17 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილი მადრიდის "რეალმა", ტურინის "იუვენტუსმა" და კიდევ ორმა ბრიტანულმა გრანდმა, "ჩელსიმ" და მანჩესტერ "სიტიმ" გამოთქვეს. შვედი ფორვარდი "აიკის" რიგებში მართლაც საოცრად ირჯება. მან 24 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა, რითაც მოახერხა ევროპული გრანდების ყურადღების მიქცევა. განსაკუთრებით კი, მისი დამატების სურვილს მადრიდის "რეალი" გამოთქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ ისაკი მომავალში თავისუფლად შეძლებს კარიმ ბენზემას ჩანაცვლებას.

შეგახსენებთ, რომ ისაკი 1999 წლის სექტემბერში დაიბადა და ევროპულმა მედიამ იგი უკვე მონათლა მომავალ "ზლატან იბრაჰიმოვიჩად", მისი საოცარი ათლეტურობის გამო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით