გვარდიოლამ გამოსავალი იპოვა

27-11-2016, 19:41

როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ "სიტის" კაპიტნის, ვინსენტ კომპანის ტრავმის გამო ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ცისფრები" ახალი მცველის დამატებას შეეცდებოდნენ. როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია მართალია.

ბრიტანული გამოცემა The Daily Star-ის ცნობით, პეპ გვარდიოლამ უკვე აირჩია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მთავარი სამიზნე და ეს გახლავთ ჰოლანდიელი მცველი ვირჯლი ვან დიკი. კომპანის დანაკლისის აღმოფხვრის მთავარ გზას, ესპანელი სპეციალისტი სწორედ მის დამატებაში ხედავს.

25 წლის ფეხბურთელი ყოველწლიურად პროგრესირებს და შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ფორმის პიკშია. დიდი ალბათობით, "ქალაქელები" ვან დიკში 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, რაც წესით სავსებით საკმარისი უნდა იყოს ფეხბურთელის დასამატებლად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით