• 02-07-2023
    დასწრების რეკორდები ევრო 2023-ზე - სტატისტიკა
    დასწრების რეკორდები ევრო 2023-ზე - სტატისტიკა
    Author of the article
    Aa

    ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე, ისრაელთან მარცხით დაასრულა, თუმცა ეს ტურნირი "ჯვაროსანთათვის" მაინც ისტორიული გამოდგა - დებიუტანტმა გუნდმა სიკვდილის ჯგუფიდან პირველი ადგილით გააღწია, ჩამოიტოვა რა პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები.

    ისტორიული შედეგები დააფიქსირეს ქართველმა გულშემატკივრებმაც. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის კონკრეტულ მატჩს არასდროს დასწრებია იმდენი მაყურებელი, რამდენიც საქართველოსა და ისრაელის ჯახს დაესწრო. მოგეხსენებათ, რომ წინა ორი რეკორდიც "დინამო არენაზ" შეკრებილ პუბლიკას ეკუთვნოდა.

    საუკეთესო ხუთეული დღეს ასე გამოიყურება:

    1. საქართველო 0:0 ისრაელი (პენ: 3-4), თბილისი, "დინამო არენა", 2023 წელი – 44 338 მაყურებელი.

    2. ნიდერლანდები 1:1 საქართველო, თბილისი, "დინამო არენა", 2023 წელი – 43 043 მაყურებელი.

    3. საქართველო 2:2 ბელგია, თბილისი, "დინამო არენა", 2023 წელი – 41 887 მაყურებელი.

    4. იტალია 1:1 ესპანეთი (პენ: 5-4), ბარსელონა, "მონტჟუიკი", 1996 წელი – 35 500 მაყურებელი.

    5. საბერძნეთი 0:0 საფრანგეთი, პირეოსი, "კარაისკაკის სთედიუმი", 1986 წელი - 35 000 მაყურებელი.

    ვახსენოთ ისიც, რომ ევრო 2021-ის შეხვედრებს ჯამში უკვე 250 746-მა მაყურებელმა მიადევნა თვალი სტადიონიდან (გუშინდელი მატჩების ჩათვლით) საქართველომ და რუმინეთმა გააუმჯობესეს პოლონელთა მიერ 2017 წელს ნაჩვენები შედეგი (243 995) და არ დაგვავიწყდეს, რომ მათ რიცხვს 5 მატჩის მონაცემები კიდევ უნდა მიემატოს.

    Facebook კომენტარები