გადაწყდა: აგუერო ოთხი მატჩით დაისჯება

5-12-2016, 20:08

მოგეხსენებათ, გასულ შაბათს მანჩესტერ "სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" შეხვედრის დროს, მატჩის ბოლო წუთზე ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. მასპინძელთა არგენტინელმა ფორვარდმა, კუნ აგუერომ ლონდონელთა ცენტრალური მცველი, დავიდ ლუიზი ძალზე უხეშად მოჩეხა. ამ ეპიზოდს კი დაპირისპირება და აგუეროსა და ფერნანდინიოს გაგდება მოჰყვა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ იმსჯელა ამ მომენტზე და გადაწყდა, რომ არგენტინელი ფორვარდი 4 შეხვედრის გამოტოვებით დაისჯება. ამის გამო, მას "ლესტერთან", "ვოტფორდთან", "არსენალთან" და "ჰალ სიტისთან" მატჩებში უქმობა მოუწევს.

რაც შეეხება ფერნანდინიოს, იგი მომდევნო 3 მატჩის განმავლობაში ვერ დაეხმარება "ქალაქელებს".

შეგახსენებთ, რომ ასოციაციამ უკვე მეორედ დასაჯა აგუერო მიმდინარე სეზონში. პირველად ეს მოხდა აგვისტოში, როდესაც მსაჯს "ვესტ ჰემთან" დაპირისპირების დროს აგუეროს მომენტი გამოეპარა და ასოციაციამ მატჩის შემდგომ მისცა მას წითელი ბარათი.



  • tsandro
  • 5 დეკემბერი 2016 20:25
ძალიან ბევრია მაინც :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით