ზაბალეტა: "იჰეანაჩო აგუეროს ჩასანაცვლებლად მზადაა"

7-12-2016, 14:36

როგორც მანჩესტერ სიტის არგენტინელმა განაპირა მცველმა პაბლო ზაბალეტამ განაცხადა, "ქალაქელთა" ახალგაზრდა ნიგერიელი თავდამსხმელი კელეჩი იჰეანაჩო მზადაა, გუნდის ძირითადი ფორვარდი გახდეს და სერხიო აგუერო იდეალურად შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე იჰეანაჩომ სელტიკს ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა და იქიდან გამომდინარე, რომ აგუერო ინგლისის პრემიერლიგამ 4-მატჩიანი დისკვალიფიკააცით დასაჯა, ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებშიც ძირითად შემადგენლობაში გვარდიოლა, სავარაუდოდ, სწორედ მას დააყენებს.

"აგუეროს დისკვალიფიკაცია იჰეანაჩოსთვის ძალიან კარგი შანსია და დარწმუნებული ვარ, ის მას იდეალურად შეცვლის. სელტიკის წინააღმდეგ კელეჩიმ ბრწყინვალედ იასპარეზა, გაიტანა ლამაზი გოლი და მომდევნო შეხვედრებშიც ჩვენ მისი იმედი უნდა გვქონდეს". - აცხადებს ზაბალეტა.






  • beka10
  • 7 დეკემბერი 2016 14:36
დიდი მომავალი აქვს

  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 00:53
იღადავა ტიპმა.. ჯერ აგუეროს ვერავინ ჩაანაცვლებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით