რა ენატრება ბეილს ესპანეთში ყოფნისას, უელსელი აგუეროს პასუხობს

7-12-2016, 23:05

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა Goal-მა "ნისანის" საერთაშორისო ელჩს სერხიო აგუეროს მისცა შანსი კომპანიის სხვა საერთაშორისო ელჩისთვის მინი-შეკითხვებით მიემართა. არგენტინელმა ადრესატად მადრიდის რეალის უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი აირჩია.

აგუეროს პირველი შეკითხვა იყო, თუ რა მოსწონს ბეილს მადრიდში ყველაზე მეტად. ბეილმა აღნიშნა, რომ მადრიდში მისთვის საუკეთესო თბილი კლიმატი და გემრიელი ესპანური სამზარეულოა.

მეორედ არგენტინელმა უელსელს ინგლისის შესახებ ჰკითხა, თუ რა ენატრებოდა ბეილს ყველაზე მეტად მშობლიურ ბრიტანეთში. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საყვარელი ადამიანები და ასევე რამდენიმე სახის კერძი.

აგუერო და ბეილი საკვების თემას ვერც მოგვიანებით გასცდნენ. სამხრეთ ამერიკელი ბეილის საყვარელი ესპანური კერძითაც დაინტერესდა. რეალის ფეხბურთელის პასუხი ცალსახა იყო, ესპანური ხამონი.

ბოლოს არგენტინელმა ბეილს გვერდიგვერდ თამაშის შესახებაც ჰკითხა. ბეილს აზრი მოეწონა და აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთისთვის ბევრი შანსის შექმნა შეუძლიათ.




  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 00:59
მაგრად მინდა პრემიერ ლიგაშ მინდა დაბრუნდეს ეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით