გუარდიოლა: "თუ 11 ნახევარმცველით მომიწევს თამაში, ერთ-ერთი ტურე იქნება"

9-12-2016, 21:11

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ, იაია ტურეს სრული ნდობა გამოუცხადა.

"მე ტურეს ამ თემაზე ვესაუბრე და მისი პასუხიც მოვისმინე. მე მას ვენდობი და რაც არ უნდა მოხდეს მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამიტომ მას მოედანზე ვხედავ.

მან დამარწმუნა, რომ "კრისტალ პალასთან" მატჩისთვის ბოლომდე მზად არის. ძალიან მომწონს ნახევარმცველები. თუ გადავწყვიტე რომ გუნდი მოედანზე 11 ნახევარმცველით გამოვიყვანო, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად ტურე იქნება. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით