"ოსასუნა" - "ბარსელონა"

10-12-2016, 01:06

დღეს, თბილისის დროით 16:00-ზე კატალონიის ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფსკერზე მყოფ ოსასუნას ეწვევა. ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატში საქმე იდელაურად არ მისდის. კლასიკოში ნათამაშები ფრის შემდეგ რეალს 6 ქულით ჩამორჩება და უშუალო მდევრებიც ცხრილში მასთან ახლოს არიან. რაც შეეხება ოსასუნას, გუნდს 7 ქულა აქვს და დიდი ალბათობით სეგუნდა დივიზიონში აღმოჩნდება. ასე რომ, დღევანდელ შეხვედრაში კატალონიელებს გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ, მათ მეტოქეც, თავისის სისუსტიდან გამომდინარე, გალაღების საშუალებას მისცემს. ოსასუნამ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 29 ბურთი გაუშვა და სავარაუდოდ ბარსელონა მას როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში გაუტანს გოლებს.


FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია ბარსელონას გატანა ორივე ტაიმში, კოეფიციენტი 1.6



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით