პეპეს დასამატებლად ინგლისური გრანდები იბრძვიან

10-12-2016, 15:38

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ცენტრალურ მცველს, კეპლერ პეპეს მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და იგი თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც ჩანს, მიმდინარე საფეხბურთო წელი მისთვის უკანასკნელი იქნება ესპანეთის დედაქალაქში.

გამოცემა AS-სთან საუბრისას, ვეტერან ფეხბურთელთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ პეპეს ნისლიანი ალბიონიდან აქვს არაერთი შეთავაზება. ინგლისელები 33 წლის მცველს გაორმაგებულ ხელფასსა და ძირითადში გარანტირებულ ადგილს სთავაზობენ, რაც ამ ასაკის ფეხბურთელისთვის მართლაც არ არის ცოტა.

ჯერ-ჯერობით არ სახელდება კონკრეტული გუნდები, თუმცა შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ლონდონის "ჩელსი" და მანჩესტერ "სიტი" დიდ ინტერესს გამოთქვამდნენ პეპეს დასამატებლად. შესაბამისად, სწორედ ამ გუნდებს განიხილავენ კეპლერის მომავალ კლუბად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით