პეპ გუარდიოლა: "რატომ არ შეიძლება 4, 5 და 6 ცვლილება?"

10-12-2016, 16:59

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა სპეციალისტმა, პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების გაზრდასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა ცვლილებების რიცხვის გაზრდას.

"მხოლოდ იმაზე საუბრობენ თუ როგორ უნდა გაიზარდოს მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ ეს ხარისხს ზიანს მიაყენებს.

ვფიქრობ, რომ მეტ მოთამაშეს უნდა მიეცეს თამაშის საშუალება. მათ უნდა ითამაშონ, მათ დასვენება სჭირდებათ.

ახლა ფეხბურთში მხოლოდ სამი ცვლილების გაკეთებაა შესაძლებელი. რატომ არ უნდა გაიზარდოს ეს რიცხი 4, 5 ან 6-მდე? ყველა მოთამაშეს შეეძლება თანაბრად ითამაშოს და მწვრთნელებსაც საშუალება ექნებათ გამოიყენონ სხვადასხვა ტაქტიკა.

ამით ყველა ისარგებლებს." - დაასრულა ესპანელმა.



კკარგი იქნება, უფრო სასიამოვნო საყურებელ იგახდება ფეხბურთი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით