პეპ გვარდიოლას ახალი ანტირეკორდი

10-12-2016, 23:20

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩი, რომელშიც "ლესტერმა" მანჩესტერ "სიტის" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ეს მძიმე მარცხი, პეპ გვარდიოლას კარიერაში სარეკორდო აღმოჩნდა.

კერძოდ, მიმდინარე სეზონის სტარტი ყველაზე ცუდია ესპანელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში. საწყისი 15 ტურის შემდეგ მის მიერ დამოძღვრილ სიტის შესაძლო 45 ქულიდან მხოლოდ 30 ქულა აქვს აღებული, ასეთი შედეგი კი გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ არცერთ გუნდს არ ჰქონია აქამდე. "ქალაქელებმა" 15 ტურში მხოლოდ 9-ჯერ მოახერხეს გამარჯვება, 3-3ჯერ კი ფრესა და მარცხს დასჯერდნენ.

აქამდე ყველაზე ცუდი სტარტი 45 წლის სპეციალისტის კარიერაში 2011/12 წლების გახლდათ. მაშინ პეპის მიერ დამოძღვრილმა "ბარსამ" საწყისი 15 ტურიდან შესაძლო 45 ქულის ნაცვლად მხოლოდ 34 აიღო. საბოლოოდ იმ სეზონში "ბლაუგრანა" 9 ქულით ჩამორჩა გათამაშების ლიდერ მადრიდის "რეალ". შეგგ~ახსენებთ, რომ სწორედ იმ სეზონის შემდეგ დატოვა გვარდიოლამ კატალონიური გრანდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დვალის გოლმა "ფერენცვაროში" მარცხისგან ვერ იხსნა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით