ანჩელოტი "არსენალთან" შეხვედრებს იმედიანად უყურებს

12-12-2016, 21:11

როგორც მიუნხენის ბაიერნის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, მის გუნდს ლონდონის არსენალთან, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ძალიან სერიოზული და რთული ბრძოლები ელის, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას საკუთარი ფეხბურთელების იმედი აქვს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას ბაიერნი გააგრძელებს.

"ჩვენ წინ საინტერესო და დაძაბული ორი შეხვედრა გველის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვექნება, ჩემი ბიჭების ბოლომდე მჯერა და დარწმუნებული ვარ არსენალის ბარიერს გადავლახავთ".

"არსენალი დიდი გუნდია, ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპელქტებული. აღარაფერს ვამბობ მათ მთავარ მწვრთნელზე, არსენ ვენგერი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ბრენდია".

"მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვეკოდოთ და შევეცადოთ მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ". - აღნიშნავს ანჩელოტი.

  • kuso
  • 13 დეკემბერი 2016 17:45
Midi karlito midi,chvenc magis imedi gvaqvs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით