რუნის შვილი "სიტიში" ვარჯიშობს

16-12-2016, 20:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანის უეინ რუნის შვილი, 7 წლის კაი რუნი "წითელი ეშმაკების" მოსისხლე მტრის, "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობს.

კაი რუნი ჯერ "ქალაქელებთან" კონტრაქტის გაფორმებასთან შორსაა, რადგან ინგლისური ფეხბურთის მმართველი ასოციაცია 9 წლამდე ბავშვებთან კონტრაქტის გაფორმებას კრძალავს. როგორც კაის მამა აცხადებს, მის შვილის ფეხბურთის თამაში ძალიან პატარა ასაკიდანვე სურდა.

უეინ რუნის კაის გარდა 2 შვილი ჰყავს - კლეი, რომელიც 3 წლისაა და 10 თვილის კიტი. უეინს საკუთარი უფროსი ვაჟსა და "მანჩესტერ სიტის" შორის კავშირზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ კაი სახელოვანმა მამამ ფეხბურთის თამაში "ევერტონის" შემადგენლობაში დაიწყო.



  • beka10
  • 16 დეკემბერი 2016 20:03
ugalata mamas :ddd

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით