"გუინგამპი" - "პსჟ"

17-12-2016, 02:05

დღეს, თბილისის დროით 20:00-ზე საფრანგეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენი" სტუმრად "გუინგამპს" დაუპირისპირდება. პარიზელებმა ჩემპიონატის ბოლო 2 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღეს და ლიდერ "ნიცას" უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება მათ მეტოქეს, წელს "გუინგამპი" ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება, გუნდი მე-6 ადგილს იკავებს და ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძვის. მიუხედავად ამისა, უფრო დიდი ალბათობით, დღევანდელ შეხვედრაში უპირატესობა პარიზელების მხარეს იქნება და უნაი ემერის გუნდი საკუთარი გულშემატკივრის თვალში პრესტიჟის აღდგენას ეცდება.


FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "პარი სენ-ჟერმენის" მოგება, კოეფიციენტი - 1.53



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით