ვენგერი: "გუარდიოლა მომწონს"

17-12-2016, 15:20

"არსენალის" მთავარმა მწვრთნლემა, არსენ ვენგერმა "სიტისთან" დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" დაპირისპირება გაიმართება.

"პეპმა თავისი კარიერა "ბარსელონას" აკადემიიდან დაიწყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პეპმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. ის ყველაზე ერთ-ერთი პატივსაცემი თანამედროვე მწვრთნელია.

შესანიშნავია, როდესაც საკუთარი, უნიკალური სტილი გაქვს და სხვა მწვრთნელს არ ბაძავ რამით. სწორედ ასეთი ადამიანია გუარდიოლა.

ვფიქრობ, რომ პეპს მტკიცედ სჯერა თავისი იდეების და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მომწონს თუ არა პეპი? დიახ, მომწონს!"- განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.



მშვენიეირ თამაში გამოვა.. ვნახოთ ამჯერად ვინ მოიგებს მწვრთნელის რანგში :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით