• 04-07-2023
    საოცარი ამბავი! - მამარდაშვილის შეძენით მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ინტერესდება
    საოცარი ამბავი! - მამარდაშვილის შეძენით მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ინტერესდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 22 წლის მეკარეს საოცარი სეზონი ჰქონდა.

    ახალგაზრდა მოთამაშის შეძენით ლონდონის “ჩელსი”, მილანის “ინტერი” და სხვა არაერთი გუნდი ინტერესდება.

    ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის “ბაიერნის” რადარზეა.

    მამარდაშვილი 100%-ით მიუნხენური გუნდის გეგმებშია.

    ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 38-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ის ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა.

    Facebook კომენტარები