გუარდიოლა: ""ბარსელონაში" სანჩეზს ვერ ვიყენებდი"

18-12-2016, 15:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ალექსის სანჩესზე ისაუბრა.

"სანჩეზი "ბარსელონას" რიგებში კარგად თამაშობდა, მაგრამ, როდესაც გუნდში ლეო მესი გყავს რთულია შენი პოტენციალი ბოლომე გამოავლინო.

"არსენალმა" სანჩეზი ცენტრფორვარდად აქცია და ვფიქრობ, რომ იდეალური პოზიციაა მისთვის. იქნებ მე ვერ გამოვიყენე სანჩეზი "ბარსაში", რადგან მას ფლანგზე ვათამაშებდი. სანჩეზს ფლანგზეც შეუძლია თამაში, მაგრამ მის საუკეთესო თვისებებს ის ფორვარდის როლში გვაჩვენებს.

სანჩეზი მებრძოლი სულის ადამიანია, გამარჯვებულია. ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ამას ყოველთვის ამტკიცებს." - განაცხადა პეპმა Sky Sport-თან.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.



იმედია ბევრი გოლი იქნება დღეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით