The Sun: ჯო ჰარტი "მელიებს" უერთდება

18-12-2016, 17:42

ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა, The Sun-მა საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა ჯო ჰარტთან დაკავშირებით.

პრესის განცხადებით, ჯო ჰარტს, როგორც "ტორინოს", ასევე "მანჩესტერ სიტის" დატოვებაც სურს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების პირველი მეკარე იჯარის წესით იტალიურ კლუბს ზაფხულში შუერთდა.

ამ სიტუაციით სარგებლობა "ლესტერს" სურს და ჯო ჰარტის შეძენას შეეცდებიან, იმის მიუხედავად, რომ სულ ცოტა ხნის წინ პიტერ შმეიხელმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამჟამად დანიელი მეკარე ტრავმირებულია და სათადარიგო მეკარე კარის სადარაჯოზე ცუდად დგას.

გარდა ამისა, "ქალაქელები" დიდი ალბათობით 2017 წლის ზაფხულში კაბალიეროს დაემშვიდობებიან და ბრავო უკონკურენციო დარჩება. ამ ფაქტორმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს და ჰარტი "სიტიში" დაბრუნდეს.



  • tsandro
  • 18 დეკემბერი 2016 18:03
მაგარი იქნება მერე სიტის რო მოუგონ :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით