ჯერარდმა "მანჩესტერის" შანსებზე ისაუბრა

18-12-2016, 21:28

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა მისი ყოფილი გუნდის პრინციპულ მეტოქეზე, "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა. ინგლისელის აზრით, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით "წითელ ეშმაკებს" სერიოზული მიზნების მიღწევა შეუძლიათ.

"ვფიქრობ, მომდევნო სეზონში "მანჩესტერი" პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება, ამ სეზონში ამ ყველაფერზე საუბარი ზედმეტია, "იუნაიტედი" ლიდერს ძალიან ბევრით ჩამორჩება".

"ამ სეზონში მოურინიოს გუნდს საუკეთესო ოთხეულში შესვლა ნამდვილად შეუძლია, ბოლო პერიოდში გუნდმა ძალიან მოუმატა". - აცხადებს სტივენ ჯერარდი.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, მისი უკანასკნელი გუნდი "ლოს ანჟელეს გალაქსი" იყო. 



  • beka10
  • 18 დეკემბერი 2016 21:28
ლეგენდარული ბრიტანელი <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით