"ბილბაო" - "სელტა"

20-12-2016, 10:52

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე ესპანეთის ჩემპიონატის ტურს ბილბაოს "ატლეტიკი" და ვიგო "სელტა" დახურავენ. ორივე გუნდი ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება და განსაკუთრებული მიზნებისთვის ბრძოლას ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებს. "ბილბაოცა" და "სელტაც" შემტევი ფილოსოფიის მატარებელი კლუბია და ამ სეზონშიც ბევრი გოლი გააქვთ. ასევე უნდა ითქვას, რომ დაცვის მხრივ ორივე მოიკოჭლებს, "ბილბაომ" წელს 18, ხოლო "სელტამ" 29 გოლი გაუშვა. დიდი ალბათობით, დღევანდელ შეხვედრაშიც, რომელიც ბასკეთში ჩატარდება, მაყურებელი საინტერესო სანახაობას და ბევრ გატანილ გოლს იხილავს.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია 1.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი 1.3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით