"ინგოლშტადი" - "ფრაიბურგი"

21-12-2016, 11:58

დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე, ბუნდესლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში "ინგოლშტადი" "ფრაიბურგს" უმასპინძლებს. "ინგოლშტადმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ახლა მე-17 ადგილს იკავებს, თუმცა ბოლო 2 შეხვედრა მოიგო და მეტოქეს კარგ სათამაშო ფორმაში დაუხვდება. რაც შეეხება "ფრაიბურგს", ეს გუნდი ცხრილში მე-10 პოზიციაზეა და განსაკუთრებული მიზნებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს, თუმცა შემადგნლობისა და კლასის მხრივ დღევანდელ მეტოქეს ნამდვილად აღემატება. "ფრაიბურგმა" წელს ბუნდესლიგაში 19 გოლი გაიტანა, ხოლო აქედან 10 გასვლით შეხვედრებში შეაგდო. "ინგოლშტადს" ამ მხრივ საქმე ცუდად აქვს, ცოტა გააქვს და 15 ტურში თავის კარში 25 ბურთი მიიღო. სავარაუდოდ, ფრაიბურგელები დღეს მინიმუმ ერთი გოლის გატანას მოახერხებენ.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ფრაიბურგის" გოლის გატანა, კოეფიციენტი - 1.45

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით