• 04-07-2023
    შეთანხმება დადასტურდა - როდის შეუერთდება როკე "ბარსას"
    შეთანხმება დადასტურდა - როდის შეუერთდება როკე "ბარსას"
    Author of the article
    Aa

    ფაბრიციო რომანომ ვიტორ როკეს "ბარსელონაში" ტრანსფერი დაადასტურა.

    იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ამჟამინდელი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ 18 წლის თავდამსხმელი "ბლაუგრანას" 2024 წლის იანვრიდან შეუერთდეს.

    ბუნებრივია, თუ მდგომარეობა მოულოდნელად გაუმჯობესდება, ბრაზილიელ სუპერტალანტს კლუბი ახლავე დაიმატებს.

    ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსელონა" "ატლეტიკო პარანაენსეს" 35 მილიონ ევროს გადაუხდის. ბონუსების სახით გაიწერება 10 მილიონი ევრო.

    ცნობისთვის, ვიტორით დაინტერესებულნი იყვნენ "პსჟ" და "არსენალიც". 2023 წელს როკეს 21 გოლი აქვს გატანილი. 

    Facebook კომენტარები