• 04-07-2023
    "დაბრუნება კარგი იქნებოდა" - ინიესტა მესის არჩევანზე
    "დაბრუნება კარგი იქნებოდა" - ინიესტა მესის არჩევანზე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, არსებობდა შანსი, "პარი სენ-ჟერმენში" გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ლიონელ მესი "ბარსელონაში" დაბრუნებულიყო.

    საბოლოო ჯამში, ლეოს დაბრუნება ვერ მოხერხდა და არგენტინელმა მეგავარსკვლავმა "ინტერ მაიამის" მიაშურა.

    მესის გადაწყვეტილების შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ანდრეს ინიესტამ ისაუბრა.

    "კარგი იქნებოდა, მესი "ბარსელონაში" რომ დაბრუნებულიყო. ეს განსაკუთრებული გამოვიდოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა თავისთვის საუკეთესო ვარიანტს ეძებს და აკეთებს იმას, რაც თავისთვის უმჯობესად მიაჩნია.

    ახლა ლეოს განსხვავებული გამოცდილება ექნება. თუ ეს იყო ის, რაც მას სურდა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად წავა, ისევე როგორც ეს ხდებოდა ყველგან, სადაც იგი ოდესმე ყოფილა," - თქვა ინიესტამ.

    შეგახსენებთ, რომ გუნდის შეცვლას აპირებს თავად ესპანელი ლეგენდაც. ინიესტა იაპონურმა "ვისელ კობემ" უკვე გააცილა.


    Facebook კომენტარები