"სპალი" - "ტერნანა"

24-12-2016, 12:35

დღეს, თბილისის დროით 18:00-ზე იტალიის სერია ბ ში "სპალი" "ტერნანას" მიიღებს. მასპინძელი გუნდი იტალიის რანგით მეორე ლიგაში ამ ეტპისთვის მე-4 ადგილზეა, დღეს მისი უშუალო კონკურენტები ერთმანეთში თამაშობენ და "სპალს" კარგი შანსი აქვს გამარჯვების შემთხვევაში სამეულში დამკვიდრდეს. თანაც, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ეს გუნდი სახლში გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე გასვლაზე, მოპოვებული 32 დან 20 ქულა საშინაო კედლებში დააგროვა. რაც შეეხება "ტერნანას", ეს გუნდი სერია ბ-დან გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რჩება, ამ ეტაპისთვის 20 ქულით მე-19 ადგილზეა და გასვლაზე თამაში საერთოდ არ მოუგია. დიდი ალბათობით, "სპალს" მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "სპალის" მოგება, კოეფიციენტი - 1.65

  • perfect
  • 24 დეკემბერი 2016 12:58
ფრე დასრულდება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით