მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ საკუთარი კოლექცია ახალი ავტომობილით გაამდიდრა. პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში ახალი Mercedes Benz GLE-ეს ფოტო საინტერესო წარწერით გამოაქვეყნა:
"ახალი მონსტრი". - წერს მსოფლიოს 4 გზის საუკეთესო ფეხბურთელი.
რონალდოს ახალი ავტომობილი 2016 წლის მოდელია, რომელიც ყველა უმაღლესი დონის ფუნქციითაა აღჭურვილი.