• 05-07-2023
    "რეალურად, "ნაპოლი" ამის გამო დავტოვე" - სპალეტის საჯარო განცხადება
    "რეალურად, "ნაპოლი" ამის გამო დავტოვე" - სპალეტის საჯარო განცხადება
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწრთვვნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

    "არასდროს მითქვამს, რომ "პარტენოპეი" დასვნების გამო დავტოვე. ეს ამბავი ჟურნალისტებმა მოიგონეს. უბრალოდ მსურს, რომ ამოვისუნთქო და რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვარო.

    "მჭირდებოდა პაუზა და სხვა მწვრთნელებისგან რაღაცის სწავლა, მაგრამ ერთი წლით გაჩერება გაზვიადებულია.

    "ნეაპოლში უდიდესი სიხარული მომანიჭეს, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არ არსებობს სიდიადე, რომელიც იმსახურებს იმ სიხარულს, რაც მათ მომანიჭეს.

    "ზოგიერთი გუნდი ძლიერ ფეხბურთელს დაკარგავს, მაგრამ ეს ნორმალურია, გარშემო სხვა ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. მთავარია, სწორი გარემოს პოვნა და ნეაპოლი ამ მხრივ გამორჩეული იყო.

    "ნაპოლი" ახალ სეზონშიც ჩემპიონობის კანდიდატი იქნება, მათ ისეთი განსაკუთრებული მოთამაშები ჰყავთ, როგორებიც კვარაცხელია, ოსიმენი, დი ლორენცოა. თუმცა, "სკუდეტოს" მოსაგებად "ინტერი", "იუვე" და "მილანიც" იბრძოლებენ", - განაცხადა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები