თურანი: "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"

30-12-2016, 15:09

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველი, არდა თურანი კლუბის შეცვლას არ აპირებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქ ფეხბურთელში ჩინელები დიდ თანხას იხდიან და წლიურ ჰონორარად კოლოსალურ თანხას ჰპირდებიან.

თუმცა, თავად ეხბურთელმა ყველანაირ ჭორს ხაზი გადაუსვა და განაცხადა, რომ "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს. თურანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

"გაზეთში წავიკითხე ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით, თითქოს ჩინელები ჩემს შეძენას ცდილობენ და ეს სიმართლე არ არის.

მე ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონაში". კონტრაქტის თანახმად "ბარსაში" 33 წლამდე ვითამაშებ. მსოფლიოში უდიდესი კლუბის ღირსებას ვიცავ და მეტი რა უნდა მინდოდეს? რისი თქმა შემიძლია?" - განაცხადა თურქმა ფეხბურთელმა.

მიმდინარე სეზონში არდამ 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

arsad ar unda wavides ardishee.. dzanm agar pormashia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით