რას აკეთებს სერხიო რამოსი თამაშის დაწყების წინ?

30-12-2016, 22:55

მოგეხსენებათ, ზოგ ფეხბურთელს თამაშის დაწყებამდე სხვადასხვა ჩვევა ახასიათებს, განწყობაზე მოსასვლელად. მაგალითად, ბასტიან შვაინშტაიგერის თქმით, იგი სველი ნასკებით თამაშობს, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. კრისტიანო რონალდო კი მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შედის.

თუმცა, მათგან სრულიად განსხვავებული ჩვევა აქვს მადრიდის "რეალის" კაპიტანს, სერხიო რამოსს. ესპანელი მცველის განცხადებით, იგი თამაშის დაწყებამდე ყოველთვის ოჯახის წევრებს ურეკავს.

"ყოველი თამაშის დაწყებამდე მე ოჯახის წევრებს ვურეკავ. ჩემი ცოლ-შვილის, ძმისა და მამის ხმის გაგონება უფრო მოტივირებულს მხდის."

"მატჩის დასრულების შემდგომ კი, მე მოედანს მუდამ მარცხენა ფეხით ვტოვებ. გასახდელში კი ცოტა მუსიკას ვუსმენ, რაც განტვირთვაში მეხმარება." - განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა.

  • tsandro
  • 30 დეკემბერი 2016 23:03
საუკეთესო მცველი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით