"ბარსელონა" ივანოვიჩის ტრანსფერს გეგმავს

30-12-2016, 18:34

კატალონიის "ბარსელონაში", დანი ალვეშის გუნდიდან წასვლის შემდეგ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები გრძელდება. ამ პოზიციაზე ვერც სერხი რობერტო ამართლებს და ვერც ალეიშ ვიდალი. შესაბამისად, კატალონიელებმა კვალიფიციური განაპირა მცველის ძებნა უკვე დაიწყეს და როგორც ინგლისური პრესა გვაუწყებს, მათი არჩევანი ლონდონის "ჩელსის" სერბ მცველზე ბრანისლავ ივანოვიჩზე შეჩერდა.

32 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ მსოფლიოში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ჩვეული ფორმა დაკარგა. წლევანდელ სეზონშიც მან "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და მისი მომავალი ლონდონურ გუნდში ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.

ივანოვიჩი "ჩელსის" 2008 წელს შეუერთდა, მას შემდეგ პრემიერლიგაში 260 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. 

ra jandabad undat es beberi smiley

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით