"ბარსელონას" სამეულის ბრწყინვალე შედეგი

31-12-2016, 00:30

2014 წელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული (თუ არა ყველაზე გამორჩეული) ტრიო დაიბადა. მას შემდეგ მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა "ბარსელონას" ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა.

2016 წლის ბოლოს ესპანურმა სპორტულმა პრესამ მათი საერთო სტატისტიკა დაიანგარიშა და მართლაც რომ დიდებული შედეგი მიიღო. "ტრიდენტემ" 2014 წლის შემოდგომიდან 2016 წლის ბოლომდე ჯამში 278 გოლი გაიტანა და 136 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.

278 დან ყველაზე მეტი, 113 გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, არგენტინელმა ასევე შეძლო 48 შედეგიანი გადაცემის გაკეთება და ეს ყველაფერი მხოლოდ 113 ჩატარებულ შეხვედრაში.

რაც შეეხება ლუის სუარესს, ურუგვაელმა 117 თამაშში 99 გოლი შეაგდო და თანაგუნდელებს 49-ჯერ გაატანინა.

სტატისტიკაში მეწყვილეებს მცირედით ჩამორჩემა ბრაზილიელი ნეიმარი. მან 108 ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქეები 66-ჯერ დაამწუხრა და 39 შემთხვევაში გოლი საკუთარ თანაგუნდელებს გაატანინა.

  • beka10
  • 31 დეკემბერი 2016 00:32
საუკეთესო ტრიო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში!

arada neimars oqro unda qonoda ukve mara sanam mesi iqneba barsashi manam daagviandeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით